ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ბაქოში სამხრეთ გაზის კორიდორის მინისტერიალზე გაემგზავრა. შეხვედრაზე შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობას განიხილავენ.

მინისტერიალს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახსნის. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები British Petroleum-ის, აშშ-ს დელეგაციის და SOCAR-ის წარმომადგენლებთან.

შეხვედრას საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინიც დაესწრება.