საქართველოს დემოკრატიული მთავრობის თავჯდომარის ნოე ჟორდანიას თაბაშირის ბიუსტი ნაპოვნია. ამის შესახებ ფეისბუქზე ლაშა ბაქრაძე წერს.

ბიუსტი 1919 წელს ქართველმა მოქანდაკემ იაკობ ნიკოლაძემ შექმნა.

ლაშა ბაქრაძის თქმით, არსებობს ასევე ნიკოლაძის მიერ გაკეთებული ნოე ჟორდანიას მარმარილოს ქანდაკება, რომელიც ჯერ არაა ნაპოვნი.