ჯგუფ ნიუტონის სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ მუსიკოსის მეგობრები და ახლობლები ფეისბუქის საშუალებით ავრცელებენ. ბაბი ბოლო პერიოდში მძიმედ ავადმყოფობდა.

მას 2015 წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, ჯგუფში სიმღერა არ შეუწვეტია. პირველი ოპერაციის შემდეგ მან საქართველოს რეკორდი დაამყარა – 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე.

წერდა ინდივიდუალურ მუსიკასაც და სწორედ თამარ ბაბილუა იყო საქართველოს ვარსკვლავის ერთ-ერთი ფინალისტის გიორგი ფრუიძის მიერ შესრულებული სიმღერის "მე მჯერა" ავტორი.